შპს „ტრანსკომი“
აპლიკაცია: TAXI.GE DRIVER
ბოლო განახლების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2026
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს „ტრანსკომი“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
ძალაშია: 2026 წლის 14 ოქტომბრიდან
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, იყენებს, ინახავს, აზიარებს და იცავს შპს „ტრანსკომი“ (შემდგომში — „კომპანია“) კანდიდატის ან/და პარტნიორის პერსონალურ მონაცემებს.
პოლიტიკა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც:
- რეგისტრირდებიან TAXI.GE DRIVER-ის სისტემაში პარტნიორობის კანდიდატის სტატუსით;
- იყენებენ TAXI.GE DRIVER მობილურ აპლიკაციას;
- რეგისტრირებული არიან კომპანიასთან მოქმედ პარტნიორად;
პოლიტიკა განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების წესებს როგორც რეგისტრაციისა და განაცხადის განხილვის პროცესში, ისე პარტნიორის მიერ TAXI.GE DRIVER -ის მომსახურების გამოყენების პერიოდში.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, მოთხოვნების შესაბამისად.
2. როგორ ხდება TAXI.GE DRIVER აპლიკაციაზე წვდომა და რეგისტრაცია
TAXI.GE DRIVER აპლიკაციის ჩამოტვირთვა ან/და მასზე გადამისამართება შესაძლებელია შემდეგი არხებით:
1. Google Play Store-ში პირდაპირი ძიების გზით და გადმოწერით;
2. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.taxi.ge — განთავსებული ბმულიდან გადმოწერით;
3. მოქმედი პარტნიორის მიერ გაზიარებული რეფერალური ბმულის ან QR-კოდის საშუალებით და ამ უკანასკნელიდან გადმოწერით;
4. მგზავრის აპლიკაციაში არსებული ფუნქციის „გახდი პარტნიორი“ საშუალებით;
რეფერალური ბმულებისა და QR-კოდების გამოყენებისას კომპანია იყენებს AppsFlyer-ის პლატფორმას, როგორც მესამე მხარის ტექნიკურ სერვისს. წინამდებარე პოლიტიკაზე გაცნობით კანდიდატი/პარტნიორი თანახმაა კომპანიის მხრიდან ხსენებული პლატფორმის გამოყენებაზე.
რეგისტრაცია ხორციელდება TAXI.GE DRIVER აპლიკაციის საშუალებით.
რეგისტრაციის განაცხადის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის მიერ განაცხადის წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები განიხილება კომპანიის უფლებამოსილი პერსონალის მიერ. წინამდებარე პოლიტიკაზე ხელმოწერით კანდიდატი/პარტნიორი აცხადებს თანხმობას, მისი პერსონალური მონაცემები იხილოს და გაეცნოს მათ შეფასების მიზნით კომპანიის შესაბამისი პასუხისმგებელი/უფლებამოსილი პერსონალი.
განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი იცვლება აქტიურ პარტნიორად, რის შემდეგაც პარტნიორს ეძლევა სისტემაში შესვლისა და შეკვეთებზე წვდომის შესაძლებლობა.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატს ეგზავნება SMS შეტყობინება უარის მიზეზის მითითებით. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია განმეორებით წარმოადგინოს განაცხადი.
3. რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანია
კომპანია ამუშავებს პარტნიორის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც:
- თავად პარტნიორის მიერ არის მიწოდებული;
- გენერირდება, მუშავდება, წარმოიქმნება ან ინახება TAXI.GE DRIVER-ის მომსახურების გამოყენებისას;
- მიიღება ტექნიკური ან მომსახურების მომწოდებლებისგან, კანონით დაშვებულ შემთხვევებში, ან მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
3.1. საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები
რეგისტრაციისა და პარტნიორის პროფილის შექმნისას კომპანია შეიძლება ამუშავებდეს:
- სახელს;
- გვარს;
- მობილური ტელეფონის ნომერს;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს;
- დაბადების თარიღს;
- სქესს;
- ქალაქს;
- პროფილის ფოტოსურათს, არსებობის შემთხვევაში;
- აპლიკაციაში გამოყენებულ მიმართვის სახელს.
3.2. მართვის მოწმობისა და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები
კომპანია უფლებამოსილია დაამუშაოს პარტნიორის მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილი მართვის მოწმობისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მონაცემები, მათ შორის:
- მართვის მოწმობის სერია და ნომერი;
- მოქმედების ვადა;
- მართვის მოწმობის კატეგორია;
- გაცემის ადგილი;
- კანონმდებლობითა და კომპანიის მოთხოვნებით აუცილებელი სხვა მონაცემები.
3.3. სატრანსპორტო საშუალების მონაცემები
პარტნიორის რეგისტრაციისა და შესაბამისობის შემოწმების მიზნით კომპანია ამუშავებს ავტომობილის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის:
- მარკას;
- მოდელს;
- ფერს;
- სახელმწიფო სანომრე ნიშანს;
- მგზავრთა დასაჯდომი ადგილების რაოდენობას;
- გამოშვების წელს;
- VIN კოდს;
- ავტომობილის ფოტოებს.
რეგისტრაციისას ავტომობილის ფოტოები შეიძლება მოიცავდეს ავტომობილის მარჯვენა, მარცხენა, წინა და უკანა ხედებს.
3.4. საბანკო და ფინანსური მონაცემები
ფინანსური ანგარიშსწორების, ბალანსის მართვისა და შესაბამისი გადახდების განხორციელების მიზნით კომპანია ამუშავებს შესაბამის ფინანსურ მონაცემებს.
ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ბანკის დასახელებას;
- ანგარიშის ნომერს;
- ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს;
- ტრანზაქციის მონაცემებს;
- გადახდისა და ანგარიშსწორების ინფორმაციას;
- კანონმდებლობით საჭირო საგადასახადო მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი იყენებს საბანკო ბარათს ანგარიშის შესავსებად, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას შეიძლება დამუშავდეს ბარათთან დაკავშირებული სტანდარტული მონაცემები, მათ შორის ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, ბარათის მფლობელის სახელი/გვარი და უსაფრთხოების კოდი.
საბანკო ბარათის მონაცემების დამუშავება ხორციელდება შესაბამისი საგადახდო სისტემებისა და/ან ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით და მათი უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
3.5. ინდივიდუალური მეწარმისა და საგადასახადო მონაცემები
იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი საქმიანობს ინდივიდუალური მეწარმის, მცირე ან მიკრო ბიზნესის სტატუსით, კომპანია დამატებით შეიძლება ამუშავებდეს:
- საიდენტიფიკაციო/საგადასახადო ნომერს;
- სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებს;
- შესაბამისი საგადასახადო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
- საბანკო და საგადახდო რეკვიზიტებს;
- კანონმდებლობით საჭირო სხვა საგადასახადო მონაცემებს.
პარტნიორი ვალდებულია, პირველივე შესაძლობლისთანავე კომპანიას აცნობოს, რეგისტრირებულია თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ, ან ხომ არ გააჩნია მცირე ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსი.
4. მონაცემები, რომლებიც წარმოიქმნება TAXI.GE DRIVER-ის მომსახურების გამოყენებისას
პარტნიორის მიერ TAXI.GE DRIVER აპლიკაციისა და მომსახურების გამოყენებისას კომპანია შეიძლება აგროვებდეს და ამუშავებდეს შემდეგ ინფორმაციას:
4.1. გეოლოკაციის მონაცემები
TAXI.GE DRIVER აგროვებს პარტნიორის გეოლოკაციის მონაცემებს იმ პერიოდში, როდესაც პარტნიორი იმყოფება აქტიურ ცვლაში/„ხაზზე“.
გეოლოკაციის მონაცემების დამუშავება აუცილებელია:
- პარტნიორთან შესაბამისი შეკვეთების ავტომატური განაწილებისთვის;
- პარტნიორის მდებარეობის განსაზღვრისთვის;
- მგზავრობის რეალური მარშრუტის განსაზღვრისთვის;
- მგზავრობის მანძილისა და შესაბამისი ტარიფის დასადგენად;
- მგზავრისა და პარტნიორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აპლიკაციის მუშაობის პროცესში გეოლოკაცია შესაძლოა დამუშავდეს ფონურ რეჟიმშიც, როდესაც აპლიკაცია მინიმიზებულია ან დახურულია, თუ პარტნიორი იმყოფება აქტიურ ცვლაში.
4.2. შეკვეთებისა და მგზავრობების მონაცემები
კომპანია ამუშავებს TAXI.GE DRIVER-ის საშუალებით მიღებულ და შესრულებულ შეკვეთებთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის:
- შეკვეთის ნომერს;
- შეკვეთის მიღების თარიღსა და დროს;
- შეკვეთის სტატუსს;
- მგზავრობის დაწყებისა და დასრულების ინფორმაციას;
- აყვანისა და დანიშნულების ადგილს;
- მგზავრობის მარშრუტს;
- გავლილ მანძილს;
- მგზავრობის ხანგრძლივობას;
- შეკვეთის ღირებულებას;
- გადახდის მეთოდს;
- პარტნიორის მიერ შესრულებული შეკვეთების რაოდენობას;
- გაუქმებულ ან შეუსრულებელ შეკვეთებს;
- პარტნიორის შემოსავალსა და ბალანსს.
4.3. სამუშაო და ფინანსური ისტორია
აქტიური პარტნიორის შემთხვევაში კომპანია ამუშავებს:
- შესრულებული შეკვეთების ისტორიას;
- გარბენის მონაცემებს;
- გამომუშავებულ თანხებს;
- ანგარიშის ბალანსს;
- საკომისიოებს;
- ბონუსებს;
- რეფერალურ ბონუსებს;
- მოწვეული კანდიდატების მონაცემებს, შესაბამისი რეფერალური სისტემის ფარგლებში;
- მომხმარებელთა შეფასებებსა და უკუკავშირს.
4.4. ტექნიკური მონაცემები
აპლიკაციის გამართული მუშაობისა და უსაფრთხოების მიზნით შეიძლება დამუშავდეს:
- მოწყობილობის ID;
- IP მისამართი;
- მოწყობილობის მოდელი;
- ოპერაციული სისტემის ვერსია;
- აპლიკაციის ვერსია;
- ტექნიკური ლოგები;
- შეცდომებისა და შეფერხებების ტექნიკური მონაცემები;
- რეფერალური ბმულის ტრეკინგ-მონაცემები;
- აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები.
5. აპლიკაციის ნებართვები
TAXI.GE DRIVER-ის გამართული მუშაობისთვის აპლიკაციამ შეიძლება მოითხოვოს მოწყობილობაზე შესაბამისი ნებართვები. თითოეული აპლიკაციის ნებართვაზე თანხმობა განისაზღვრება აპლიკაციისსავე პოლიტიკით, რომელზე ხელმოწერა/დათანხმებითაც პარტნიორი ეთანხმება მის შინაარსს.
5.1. ფაილების ჩაწერა და შენახვა
საჭიროა მონაცემების დროებითი ქეშირებისთვის, მათ შორის ინტერნეტთან კავშირის დროებითი შეწყვეტისას, და კავშირის აღდგენის შემდეგ მონაცემების სათანადო აღდგენისთვის.
5.2. აპლიკაციის შეტყობინებები (Push Notifications)
გამოიყენება ახალი შეკვეთების, შეკვეთის სტატუსის ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი ოპერატიული შეტყობინებების მისაღებად.
5.3. სხვა ფანჯრების გადაფარვა
საჭიროა აპლიკაციის ფონურ რეჟიმში მუშაობისას ახალი შეკვეთის შესახებ შეტყობინების პარტნიორისთვის დროულად გამოსატანად, მათ შორის მაშინ, როდესაც პარტნიორი იყენებს ნავიგაციის სხვა აპლიკაციას.
5.4. ფონური გეოლოკაცია
ფონური გეოლოკაცია გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ფუნქციონალური და უსაფრთხოების მიზნებისთვის, მათ შორის აქტიური ცვლის პერიოდში შეკვეთების განაწილების, მგზავრობის მარშრუტის განსაზღვრისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. რა მიზნებისთვის იყენებს კომპანია პერსონალურ მონაცემებს
კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებისთვის:
1. პარტნიორის განაცხადის მიღების, განხილვის, გადამოწმებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის;
2. პარტნიორის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისთვის;
3. TAXI.GE DRIVER აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციისთვის;
4. პარტნიორის ანგარიშისა და პროფილის მართვისთვის;
5. შეკვეთების მიღებისა და პარტნიორებისთვის განაწილებისთვის;
6. მგზავრობის მარშრუტისა და გარბენის განსაზღვრისთვის;
7. მგზავრებისა და პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
8. მომსახურების ხარისხის მონიტორინგისთვის;
9. პარტნიორის რეიტინგისა და უკუკავშირის ადმინისტრირებისთვის;
10. რეფერალური სისტემის ფუნქციონირებისა და შესაბამისი ბონუსების აღრიცხვისთვის;
11. ფინანსური ანგარიშსწორებისა და ბალანსის მართვისთვის;
12. საგადასახადო, საბუღალტრო და სხვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
13. ტექნიკური მხარდაჭერისა და აპლიკაციის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
14. საჩივრების, დავების, ინციდენტებისა და სხვა მოთხოვნების განხილვისა და გადაწყვეტისთვის;
15. თაღლითობის, ბოროტად გამოყენებისა და სხვა უკანონო საქმიანობის პრევენციისთვის;
16. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.
7. პარტნიორსა და მგზავრს შორის მონაცემთა გაცვლა
TAXI.GE DRIVER-ის მომსახურების შესრულებისას პარტნიორისა და მგზავრისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული შეკვეთის შესასრულებლად.
შეკვეთის შესრულების პროცესში პარტნიორისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მგზავრობისთვის აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მგზავრისთვის — პარტნიორის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის:
- პარტნიორის სახელი/მიმართვის სახელი;
- ავტომობილის მარკა და მოდელი;
- ავტომობილის ფერი;
- სახელმწიფო სანომრე ნიშანი;
- შეკვეთასთან დაკავშირებული ადგილმდებარეობის ინფორმაცია;
- შეკვეთის სტატუსი.
7.1. სატელეფონო კომუნიკაცია
აქტიური შეკვეთის შესრულების მიზნით პარტნიორისა და მგზავრის მობილური ტელეფონის ნომრები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ერთმანეთისთვის აპლიკაციის ინტერფეისიდან პირდაპირი სატელეფონო ზარის განსახორციელებლად.
მგზავრის ტელეფონის ნომერი პარტნიორისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური შეკვეთის მიმდინარეობისას.
შეკვეთის დასრულების ან გაუქმების შემდეგ შესაბამისი ნომერი აპლიკაციის ინტერფეისში ავტომატურად იფარება.
აპლიკაცია მგზავრის ნომერს არ ინახავს პარტნიორის მოწყობილობის კონტაქტების წიგნაკში.
ამასთან, პირდაპირი სატელეფონო ზარის განხორციელების შედეგად შესაბამისი ნომერი შესაძლოა დარჩეს პარტნიორის მოწყობილობის ზარების ისტორიაში (Call Log), რომელზეც TAXI.GE DRIVER აპლიკაციას ტექნიკური წვდომა არ გააჩნია.
პარტნიორს ეკრძალება ზარების ისტორიაში დარჩენილი მგზავრის ტელეფონის ნომრის გამოყენება მგზავრობის დასრულების შემდეგ, მისი შენახვა, მესამე პირისთვის გადაცემა ან მგზავრთან შემდგომი კომუნიკაცია.
8. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა
კომპანიამ შესაძლოა პერსონალური მონაცემები გადასცეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებსა და მომსახურების ტექნიკურ პროვაიდერებს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია TAXI.GE DRIVER -ის მომსახურების ფუნქციონირებისთვის და რასაც წინასწარ დაეთანხმება კანდიდატი/პარტნიორი.
8.1. სადისპეჩერო კომპლექსის ტექნიკური სპელიალისტები
პარტნიორის ანგარიშის, კანდიდატის განაცხადის, პროფილისა და შესაბამისი მონაცემების მართვისთვის კომპანიაში გამოიყენება სადიპეჩერო სისტემის სპეციალიზებული პროგრამული კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Data Processor).
მის ტექნიკურ სპეციალისტებს შესაძლოა ჰქონდეთ მონაცემთა ბაზებთან შეზღუდული ტექნიკური წვდომა მხოლოდ სისტემური განახლების, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისა და მხარდაჭერის მიზნით.
8.2. SMS პროვაიდერები და სატელეკომუნიკაციო ოპერატორები
SMS სერვისების გამოყენებისას მესამე მხარის პროვაიდერებს შეიძლება გადაეცეთ:
- ტელეფონის ნომერი;
- SMS-ის ტექნიკური შინაარსი;
- ავტორიზაციის/ვერიფიკაციის კოდი;
- შეკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი შეტყობინება.
8.3. AppsFlyer
რეფერალური სისტემისა და აპლიკაციის ინსტალაციის/რეფერალური ბმულის ეფექტიანობის აღრიცხვისთვის კომპანია იყენებს AppsFlyer-ის პლატფორმას.
AppsFlyer-ის საშუალებით შეიძლება დამუშავდეს ატრიბუციისა და მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები, მათ შორის:
- რეფერალური იდენტიფიკატორი;
- მოწყობილობის ტექნიკური იდენტიფიკატორი;
- სარეკლამო იდენტიფიკატორი / მოწყობილობის იდენტიფიკატორი;
- IP მისამართი;
- ოპერაციული სისტემის ვერსია;
- აპლიკაციის ინსტალაციისა და გახსნის ფაქტი;
- ტექნიკური მოვლენები.
AppsFlyer-ისთვის არ გადაეცემა პარტნიორის პერსონალური მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ატვირთული დოკუმენტები ან ფოტოსურათები.
8.4. Google Play Services და სხვა ტექნიკური პროვაიდერები
აპლიკაციის გავრცელების, განახლებისა და Push Notifications-ის ფუნქციონირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს Google Play Services და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სერვისები.
9. ფინანსური და საგადახდო მონაცემები
პარტნიორის მიერ ანგარიშის შევსების, საკომისიოს გადახდის ან გამომუშავებული თანხის მიღების მიზნით, შესაბამისი ფინანსური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს პარტნიორ ბანკებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს.
ასეთი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:
- ტრანზაქციის ID-ს;
- თანხას;
- ანგარიშის ან ბარათის შესაბამის რეკვიზიტებს;
- გადახდის სტატუსს;
- სხვა აუცილებელ ტექნიკურ მონაცემებს.
მესამე მხარის ფინანსური ინსტიტუტები მონაცემებს ამუშავებენ მათზე მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი კონფიდენციალურობის/უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
10. მონაცემთა გადაცემა სახელმწიფო ორგანოებისთვის
კომპანია პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო, საგადასახადო ან სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულების, ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.
მონაცემები შეიძლება გადაეცეს, მათ შორის:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- სასამართლოს;
- სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
11. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია იყენებს ისეთ ტექნიკურ ან სხვა მომსახურების პროვაიდერს, რომლის ინფრასტრუქტურა ან მონაცემთა დამუშავება დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სერვერებთან ან ორგანიზაციებთან, პერსონალური მონაცემების გადაცემა განხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და მხოლოდ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად.
12. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
კომპანია პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან კანონმდებლობით არის მოთხოვნილი.
12.1. კანდიდატის განაცხადი
განაცხადის უარყოფის შემთხვევაში კანდიდატის პერსონალური მონაცემებისა და ატვირთული დოკუმენტების წაშლის/ანონიმიზაციის ვადა განისაზღვრება კომპანიის შესაბამისი წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით 60 დღის განმავლობაში.
იმ მონაცემების შენახვა, რომელთა შენარჩუნება აუცილებელია თაღლითობის, განმეორებითი არასანქცირებული რეგისტრაციის ან კომპანიის უსაფრთხოების მიზნით, შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
12.2. აქტიური პარტნიორი
დამტკიცებული პარტნიორის მონაცემები ინახება კომპანიასთან მოქმედი ურთიერთობისა და პარტნიორის ანგარიშის არსებობის პერიოდში.
12.3. ურთიერთობის დასრულების შემდეგ
ფინანსური, საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია ინახება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
შენახვის სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ექვემდებარება უსაფრთხო წაშლას ან ანონიმიზაციას.
13. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ, ორგანიზაციულ და პროგრამულ ზომებს პარტნიორების პერსონალური მონაცემების დასაცავად.
უსაფრთხოების ზომები შეიძლება მოიცავდეს:
- მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას;
- ავტორიზაციასა და წვდომის მართვას;
- უსაფრთხო სერვერების გამოყენებას;
- მონაცემთა შიფრაციას, სადაც ეს ტექნიკურად და ორგანიზაციულად შესაბამისია;
- ტექნიკური ლოგირებისა და მონიტორინგის მექანიზმებს;
- მონაცემებზე წვდომის მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის მინიჭებას.
14. კანდიდატის/პარტნიორის უფლებები
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება:
1. მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
2. მიიღოს მის შესახებ დამუშავებული მონაცემების ასლი ან ამონაწერი;
3. მოითხოვოს არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
4. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა;
5. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა წაშლა ან დაბლოკვა;
6. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითხოვოს მის მიერ გაცემული თანხმობა;
7. ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თანხმობის უკან გამოთხოვა არ მოქმედებს იმ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც განხორციელდა თანხმობის გამოთხოვამდე.
15. მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა და მისი სამართლებრივი საფუძვლები
TAXI.GE DRIVER აპლიკაციაში რეგისტრაციისას კანდიდატი ეცნობა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მონაცემთა კონკრეტული კატეგორიის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს:
- პარტნიორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისა და განხორციელების აუცილებლობა, მათ შორის აპლიკაციაში განთავსებული ოფერტის პირობების მიღების საფუძველზე;
- კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობა — როდესაც ასეთი თანხმობა კანონით არის საჭირო;
- კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესი, კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით;
- კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
16. რეფერალური სისტემა
TAXI.GE DRIVER-ში მოქმედებს პარტნიორების რეფერალური სისტემა.
მოქმედ პარტნიორს შეუძლია სხვა პირის მოწვევა სპეციალური რეფერალური ბმულის ან QR-კოდის საშუალებით.
რეფერალური სისტემის ტექნიკური ატრიბუციისთვის კომპანია იყენებს AppsFlyer-ის პლატფორმას.
17. კომუნიკაცია პარტნიორთან
კომპანიამ შესაძლოა პარტნიორთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს:
- TAXI.GE DRIVER აპლიკაციის Push Notifications;
- SMS;
- ელექტრონული ფოსტა;
- სატელეფონო ზარი;
- აპლიკაციის სხვა შიდა საკომუნიკაციო საშუალებები.
კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ავტორიზაციისა და ვერიფიკაციის, შეკვეთის, ანგარიშის, უსაფრთხოების, ტექნიკური მხარდაჭერისა და მომსახურების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
18. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
კომპანია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე პოლიტიკაში.
განახლებული პოლიტიკა გამოქვეყნდება TAXI.GE DRIVER აპლიკაციაში ან/და კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
არსებითი ცვლილებების შემთხვევაში კომპანია პარტნიორს დამატებით აცნობებს ცვლილებების შესახებ შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებით.
ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ TAXI.GE DRAIVER აპლიკაციითა და მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ითვლება პარტნიორის მიერ განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე სრულ თანხმობად.
19. როგორ დაგვიკავშირდეთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კითხვების, მოთხოვნების ან განცხადებების შემთხვევაში პარტნიორს/კანდიდატს შეუძლია დაუკავშირდეს შპს „ტრანსკომს“:
კომპანია: შპს „ტრანსკომი“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
ვებგვერდი: www.taxi.ge
ელექტრონული ფოსტა: info@taxi.ge
20. პოლიტიკის მოქმედი ვერსია
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედი რედაქცია: 12 ოქტომბერი 2026 წელი.
პოლიტიკა მოქმედებს მანამ, სანამ იგი არ შეიცვლება ახალი რედაქციით ან არ გაუქმდება კომპანიის მიერ.
მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების მიღება და განხილვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.