შპს „ტრანსკომი“
აპლიკაცია: TAXI.GE
ბოლო განახლების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2026
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს „ტრანსკომი“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
ძალაშია: 2026 წლის 14 ოქტომბრიდან
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში — „პოლიტიკა“) განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, იყენებს, ინახავს, გადასცემს და იცავს შპს „ტრანსკომი“ (შემდგომში — „კომპანია“) მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს TAXI.GE-ს მობილური აპლიკაციის და მასთან დაკავშირებული სერვისების გამოყენებისას.
1.2. პოლიტიკა მომზადებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოთხოვნების გათვალისწინებით.
1.3. პოლიტიკა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იყენებენ TAXI.GE-ს მომსახურებას, ითხოვენ ან იღებენ მგზავრობის მომსახურებას, უკავშირდებიან მხარდაჭერის სამსახურს ან სხვაგვარად ურთიერთობენ კომპანიასთან აღნიშნულ სერვისებთან დაკავშირებით.
1.4. ამ პოლიტიკაში „თქვენ“ ან „მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს, ხოლო „კომპანია“ ნიშნავს შპს „ტრანსკომს“, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
1.5. კონკრეტული მონაცემების დამუშავება ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და წინასწარ განსაზღვრული, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.
1.6. თუ მომხმარებელი აპლიკაციიდან გადადის მესამე პირის ვებგვერდზე, აპლიკაციაში ან სხვა რესურსზე, აღნიშნულ მესამე პირს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომლის გაცნობაც მომხმარებელის პასუხისმგებლობაა.
1.7. პოლიტიკისა და კომპანიასა და მონაცემთა სუბიექტს შორის ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.
2. ძირითადი ტერმინები
„პერსონალური მონაცემი“ — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს.
„მონაცემთა სუბიექტი“ — პირი, რომლის შესახებ პერსონალური მონაცემიც მუშავდება.
„დამუშავება“ — პერსონალურ მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, მოპოვება, წვდომა, შენახვა, გამოყენება, შეცვლა, გადაცემა, წაშლა ან განადგურება.
„დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“ — შპს „ტრანსკომი“, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
„დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“ — პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით და მისი დავალების/ხელშეკრულების საფუძველზე.
3. რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ
3.1. მგავრის მიერ მოწოდებული მონაცემები
- სახელი და გვარი, თუ მომხმარებელი მას უთითებს;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ იგი მოწოდებულია;
- ანგარიშის, პროფილისა და მომხმარებელის მიერ არჩეული პარამეტრების შესახებ ინფორმაცია;
- მომხმარებელის მიერ მხარდაჭერისთვის ან სხვა მომსახურების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია.
3.2. შეკვეთისა და მგზავრობის მონაცემები
- შეკვეთის შექმნის თარიღი და დრო;
- მგზავრობის დაწყებისა და დანიშნულების ადგილი;
- მგზავრობის მარშრუტი, მანძილი და შესაბამისი სტატუსები;
- მომსახურების საფასური და შეკვეთასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაცია;
- შეკვეთის გაუქმების, დასრულების ან სხვა სტატუსის შესახებ ინფორმაცია;
- მომხმარებელის შეფასება, უკუკავშირი და საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია.
3.3. გეოლოკაციის მონაცემები
ტაქსის შეკვეთისა და მომსახურების მიწოდებისთვის შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებელის ზუსტი ან მიახლოებითი გეოლოკაციის მონაცემები, მათ შორის მოწყობილობის მიერ მოწოდებული მდებარეობა, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეკვეთის მიღების, მძღოლის მოძიების, აყვანის ადგილის განსაზღვრის, მგზავრობისა და უსაფრთხოების შესაბამისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
3.4. გადახდის მონაცემები
ონლაინ გადახდის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა დამუშავდეს ტრანზაქციის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის გადახდის თანხა, ტრანზაქციის იდენტიფიკატორი, გადახდის სტატუსი და სხვა ტექნიკური/ფინანსური მონაცემები. საბანკო ბარათის სრული მონაცემები უშუალოდ კომპანიაში არ ინახება, ისინი მუშავდება შესაბამისი საგადახდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად (Payment Card Industry Data Security Standard).
3.5. ტექნიკური მონაცემები
- მოწყობილობის მოდელი და ოპერაციული სისტემა;
- აპლიკაციის ვერსია და ტექნიკური პარამეტრები;
- IP მისამართი და ტექნიკური იდენტიფიკატორები;
- მობილური ქსელის ან ინტერნეტკავშირის ტექნიკური ინფორმაცია;
- აპლიკაციის შეცდომების, ავარიული გათიშვებისა და ტექნიკური ინციდენტების შესახებ მონაცემები.
3.6. მხარდაჭერისა და კომუნიკაციის მონაცემები
თუ მომხმარებელი უკავშირდება მხარდაჭერის სამსახურს, კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს მიმართვის შინაარსი, დაკავშირებული შეკვეთის ან ანგარიშის მონაცემები, კომუნიკაციის დრო და სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
4. რა მიზნებისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- მომხმარებელის ანგარიშის შექმნა, იდენტიფიცირება და მართვა;
- ტაქსის შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება;
- მძღოლის მოძიება და მომხმარებელის/მძღოლის შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მგზავრობის მარშრუტის, სტატუსისა და საფასურის განსაზღვრა/ასახვა;
- მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა მხარდაჭერა, საჩივრებისა და დავების განხილვა;
- გადახდებისა და ფინანსური ოპერაციების ადმინისტრირება;
- აპლიკაციის ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა;
- მომსახურების ანალიტიკა და გაუმჯობესება;
- თაღლითობის, ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების ინციდენტებისა და წესების დარღვევის გამოვლენა და პრევენცია;
- კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება;
- კომპანიის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
5.1. პერსონალური მონაცემები მუშავდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას. კონკრეტული დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს:
- მომხმარებელის თანხმობა — როდესაც თანხმობა წარმოადგენს შესაბამის სამართლებრივ საფუძველს;
- ხელშეკრულების დადება ან შესრულება, როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია TAXI.GE-ს მომსახურების მისაწოდებლად;
- კომპანიისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
- კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა, კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად;
- საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი.
5.2. თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების შემთხვევაში თანხმობა უნდა იყოს კონკრეტული, ინფორმირებული, თავისუფლად გამოხატული და მკაფიო. თანხმობის გამოხმობისას კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. გეოლოკაციის გამოყენება
6.1. გეოლოკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია TAXI.GE-ს შესაბამისი ფუნქციისთვის.
6.2. გეოლოკაციის გამოყენების კონკრეტული რეჟიმი, მათ შორის აპლიკაციის გამოყენებისას ან საჭიროების შემთხვევაში ფონურ რეჟიმში, განისაზღვრება აპლიკაციის ფაქტობრივი ტექნიკური ფუნქციონალით და შესაბამისი მოწყობილობის ნებართვებით.
6.3. გეოლოკაციის ფუნქციის შეზღუდვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შეკვეთის მიღების ან სხვა შესაბამისი ფუნქციის გამართულ მუშაობაზე.
7. მგზავრობის დროს მონაცემთა გაზიარება მძღოლთან
7.1. ტაქსის შეკვეთის შესრულებისთვის მძღოლს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მგზავრობის ორგანიზებისა და შესრულებისთვის, მათ შორის შეკვეთის შესაბამისი ადგილმდებარეობა, დანიშნულების ადგილი და შეკვეთასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაცია.
7.2. მძღოლისთვის მომხმარებელის სახელის, ტელეფონის ნომრის, გეოლოკაციის ან სხვა მონაცემების ხილვადობა განისაზღვრება აპლიკაციის ფაქტობრივი ფუნქციონალით და მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებლობით.
7.3. კომპანიამ უზრუნველყოს, რომ მძღოლისთვის ხელმისაწვდომი მონაცემები არ იყოს იმაზე მეტი, ვიდრე კონკრეტული მგზავრობის შესრულებისთვის არის საჭირო.
7.4. აპლიკაცია უზრუნველყოფს მომხმარებელსა და მძღოლს შორის სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციას. შესაბამისი მონაცემების გამოყენება და ხილვადობა შეესაბამება აპლიკაციის ტექნიკურ ფუნქციონალსა და მოქმედ კანონმდებლობას.
8. გადახდები
8.1. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს აპლიკაციაში ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდები.
8.2. ონლაინ გადახდის შემთხვევაში კომპანია შეიძლება იყენებდეს მესამე პირის საგადახდო მომსახურების მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მიმწოდებელი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, მისი ფაქტობრივი როლის შესაბამისად.
8.3. კომპანია არ ინახავს საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.
9. მესამე პირები და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები
9.1. კომპანია პერსონალურ მონაცემებს შეიძლება უზიარებდეს ან მათზე წვდომას აძლევდეს შემდეგ კატეგორიებს, მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭირო მოცულობით:
- TAXI.GE-ს მომსახურების უშუალო მიმწოდებლებს/მძღოლებს — კონკრეტული მგზავრობის შესრულებისთვის აუცილებელი მონაცემების ფარგლებში;
- ჰოსტინგის, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლებს;
- საგადახდო მომსახურების მიმწოდებლებს;
- SMS, სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს;
- ტექნიკური მხარდაჭერისა და ანალიტიკის მომსახურების მიმწოდებლებს, როდესაც ასეთი ინტეგრაცია ფაქტობრივად გამოიყენება;
- სახელმწიფო ორგანოებს — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
9.2. მესამე პირებთან მონაცემთა გაზიარებისას კომპანია იღებს შესაბამის ზომებს მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
10. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
თუ მომსახურების ტექნიკური ინფრასტრუქტურის ან კონკრეტული მესამე პირის მომსახურების გამოყენების შედეგად პერსონალური მონაცემების გადაცემა მოხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და შესაბამისი დაცვის გარანტიების დაცვას. კონკრეტული ქვეყნები და მიმღებები განისაზღვრება ფაქტობრივად გამოყენებული სერვისების მიხედვით.
11. მონაცემთა შენახვის ვადები
11.1. კომპანია ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი მიზნის მისაღწევად, მომსახურების/სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისთვის, კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად ან სამართლებრივი მოთხოვნის დასაცავად.
11.2. სხვადასხვა კატეგორიის მონაცემისთვის შენახვის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს. ვადის განსაზღვრისას კომპანია ითვალისწინებს მონაცემთა კატეგორიას, დამუშავების მიზანს, კანონით დადგენილ ვალდებულებებს და დავების/სამართლებრივი მოთხოვნების შესაძლო არსებობას.
11.3. მიზნის მიღწევის ან შენახვის სამართლებრივი საფუძვლის გაქრობის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან დეპერსონალიზდება, თუ მათი შემდგომი შენახვა სხვა სამართლებრივი საფუძვლით არ არის საჭირო.
12. პირდაპირი მარკეტინგი და შეტყობინებები
12.1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
12.2. მომხმარებელს ექნება მარტივი და ეფექტიანი საშუალება, უარი თქვას პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინებების მიღებაზე.
12.3. მომსახურების აუცილებელი შეტყობინებები, მათ შორის შეკვეთის სტატუსის, მგზავრობის, ანგარიშის უსაფრთხოების ან ტექნიკური მომსახურების შესახებ შეტყობინებები, არ წარმოადგენს პირდაპირ მარკეტინგს მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიეწოდება.
13. მონაცემთა უსაფრთხოება
13.1. კომპანია იღებს შესაბამის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების უკანონო ან შემთხვევითი განადგურების, დაკარგვის, შეცვლის, გამჟღავნების, არასანქცირებული წვდომისა და სხვა უკანონო დამუშავებისგან დასაცავად.
13.2. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ეძლევათ მხოლოდ იმ თანამშრომლებსა და უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც ეს წვდომა სჭირდებათ დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
13.3. კომპანია იღებს ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებისა და სხვა ვალდებულებებს, როდესაც ასეთი ვალდებულება წარმოიშობა.
13.4. ინტერნეტისა და ელექტრონული კომუნიკაციის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება ტექნიკურად შეუძლებელია. კომპანია მუდმივად აფასებს და აუმჯობესებს უსაფრთხოების ზომებს.
14. ავტომატიზებული დამუშავება და პროფაილინგი
14.1. აპლიკაციაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ავტომატური ალგორითმები ტექნიკური, ოპერაციული, უსაფრთხოების, მომსახურების ხარისხის ან სხვა ლეგიტიმური მიზნებისთვის.
14.2. თუ ავტომატური დამუშავება კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ ან მსგავს მნიშვნელოვან შედეგს იწვევს მომხმარებელისთვის, კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის შესაბამის უფლებებსა და კანონით დადგენილ გარანტიებს.
14.3. კონკრეტული პროფაილინგის ან ავტომატური გადაწყვეტილების მიღების ფუნქციის დანერგვის შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია შესაბამისი მიზნისა და შედეგების შესახებ.
15. ბავშვებისა და არასრულწლოვანთა მონაცემები
15.1. არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებისას კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად.
15.2. თუ კონკრეტული მომსახურება ან ფუნქცია განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის პირებისთვის, მომხმარებელისთვის აღნიშნული შეზღუდვა წინასწარ უნდა იყოს მითითებული.
16. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება:
- მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოს მის შესახებ მონაცემებზე წვდომა და მათი ასლი კანონით დადგენილი წესით;
- მოითხოვოს არასწორი ან არასრული მონაცემების გასწორება/განახლება;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა/განადგურება ან დაბლოკვა;
- გამოიხმოს თანხმობა, როდესაც მონაცემთა დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
- ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებებით.
მოთხოვნის განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ამ პოლიტიკაში მითითებული საკონტაქტო არხი. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს გონივრული დამატებითი ინფორმაცია პირის იდენტიფიკაციისთვის.
17. საჩივრები და მონაცემთა დაცვის უფლებამოსილი ორგანო
მომხმარებელს შეუძლია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული შეკითხვით, მოთხოვნით ან საჩივრით მიმართოს კომპანიას ამ პოლიტიკაში მითითებული საკონტაქტო არხით.
მომხმარებელს ასევე აქვს კანონით გათვალისწინებული უფლება მიმართოს მონაცემთა დაცვის სფეროში უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან სასამართლოს. სახელმწიფო საზედამხედველო ორგანი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7; (+995 32) 243 81 81, sao@sao.ge, https://pdp.sao.ge/ka ).
18. პოლიტიკის ცვლილება
18.1. კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობის, ტექნოლოგიების, აპლიკაციის ფუნქციების ან მონაცემთა დამუშავების პროცესების ცვლილების გამო.
18.2. ახალი რედაქცია ძალაში შევა მისი გამოქვეყნების/მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომობის დღიდან, თუ დოკუმენტში სხვა თარიღი არ არის მითითებული.
18.3. იმ ცვლილებების შემთხვევაში, რომლებიც კანონით ან არსებული ურთიერთობის პირობებიდან გამომდინარე საჭიროებს მომხმარებელის დამატებით ინფორმირებას ან თანხმობას, კომპანია შესაბამის მოქმედებას განახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
18.4. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ TAXI.GE აპლიკაციითა და მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ითვლება მომხმარებელის მიერ განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე სრულ თანხმობად.
19. საკონტაქტო ინფორმაცია
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს „ტრანსკომი“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
ელექტრონული ფოსტა: Info@TAXI.GE
ვებგვერდი: www.TAXI.GE
20. პოლიტიკის მოქმედი ვერსია
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედი რედაქცია: 14 ოქტომბერი 2026 წელი.
პოლიტიკა მოქმედებს მანამ, სანამ იგი არ შეიცვლება ახალი რედაქციით ან არ გაუქმდება კომპანიის მიერ.
მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების მიღება და განხილვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.