ჩვენს შესახებ
Taxi.ge არის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიძახოთ ავტომობილი ხელსაყრელი ტარიფით, როგორც ოპერატორთან დაკავშირების საშუალებით, ასევე მის გარეშე. შეკვეთა შესაძლებელია, ასევე საიტის და აპლიკაციის საშუალებით (iOS-ისა და Android-ის პლატფორმებზე)
- მანქანის გამოძახების მოსახერხებელი საშუალება.
- თავისუფალი ავტომობილის მოძიება მგზავრის სურვილის მიხედვით.
- მანძილის შესაბამისი ხელსაყრელი ტარიფი.
- მგზავრობის ღირებულების წინასწარი გამოთვლა.
- გადახდა ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
- დაწვრილებითი ინფორმაცია მძღოლისა და ავტომობილის შესახებ.
ყველა ავტომობილი დაზღვეულია, გარანტირებულია მგზავრის უსაფრთხოება, ხოლო თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემა კი მგზავრობას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის.
მომსახურების გასაუმჯობესებლად, კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის პრობლემებსა და შენიშვნებს. მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში, საკითხი იქნება განხილული და შესაბამისი პრობლემა აღმოფხვრილი.
Taxi.ge ორიენტირებულია ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
გადახდის მეთოდის არჩევა
მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით. აირჩიეთ გადახდის მეთოდი მანქანის შეკვეთის დროს.
თუ მგზავრობა უკვე დაიწყო, შეგიძლიათ ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდი ბარათით გადახდის მეთოდით შეცვალოთ. ხოლო თუ აირჩიეთ გადახდა ბარათით, მაგრამ ბარათი დაბლოკილია ან მასზე არ არის საკმარისი თანხა, გადახდის მეთოდი ავტომატურად შეიცვლება ნაღდი ანგარიშსწორებით. ამის შესახებ ინფორმაციას აპლიკაციაში, შეტყობინების სახით მიიღებთ.
.