შპს „ტრანსკომი“ | TAXI.GE
ძალაში შესვლის თარიღი: 14 ოქტომბერი, 2026 წელი
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს. აპლიკაციის ჩამოტვირთვით და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ წინამდებარე ზოგად წესებსა და პირობებთან სრულ და უპირობო თანხმობას.
1. ტერმინთა განმარტებები
1.1. „კომპანია“ / „ჩვენ“ – შპს „ტრანსკომი“ (ს/კ: 206054605), რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო-სადისპეჩერო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელს და აღნიშნული პლატფორმით ბაზარზე ოპერირებს სავაჭრო ნიშნით სახელწოდებით „TAXI.GE“ (ვებგვერდი: www.taxi.ge ).
1.2. „შემკვეთი“ / „მომხმარებელი“ / „თქვენ“ — ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის კორპორატიული შემკვეთები), რომელიც რეგისტრირებულია აპლიკაციაში და ითხოვს სატრანსპორტო მომსახურებას.
1.3. „შემსრულებელი“ — სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც სარგებლობს კომპანიის საინფორმაციო-სადისპეჩერო მომსახურებით სრულიად დამოუკიდებლად, საკუთარი ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
1.4. „პლატფორმა“ — კომპანიის საინფორმაციო-სადისპეჩერო ტექნოლოგიური სისტემა და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შემკვეთებსა და შემსრულებლებს.
1.5. „აპლიკაცია“ — მობილური მოწყობილობის პროგრამა (TAXI.GE აპლიკაცია), რომელიც წარმოადგენს პლატფორმის განუყოფელ ნაწილს და განკუთვნილია სატრანსპორტო მომსახურების მისაღებად.
1.6. „შეკვეთა“ — აპლიკაციის საშუალებით განთავსებული სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს მყისიერი ან წინასწარ დაგეგმილი.
1.7. „დადასტურებული შეკვეთა“ — შეკვეთა, რომელიც შემსრულებელმა მიიღო შესასრულებლად და რომლის შესაბამისი სტატუსი აისახა აპლიკაციაში.
1.8. „შეკვეთის საფასური“ — კონკრეტული შეკვეთით გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც განისაზღვრება აპლიკაციაში მოქმედი ტარიფებითა და შეკვეთის პირობებით.
1.9. „გაუქმების საფასური“ — თანხა, რომელიც აპლიკაციით ან კონკრეტული შეკვეთის პირობებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება დაერიცხოს მომხმარებელს შეკვეთის გაუქმებისთვის.
1.10. „აპლიკაციით გადახდა“ — აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ელექტრონული გადახდის მეთოდი, მათ შორის მიბმული საბანკო ბარათი ან სხვა ელექტრონული საშუალება.
1.11. „პრომოკოდი“ — კოდი, რომლის გამოყენებითაც შესაბამისი აქციის პირობების დაცვით მომხმარებელს შეიძლება მიენიჭოს ფასდაკლება, ბონუსი ან სხვა შეღავათი.
1.12. „ბონუსი“ — კონკრეტული პროგრამის ფარგლებში მომხმარებლისთვის დარიცხული პირობითი სარგებელი/კრედიტი, რომლის გამოყენების წესი და ვადა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამით.
1.13. „კორპორატიული ანგარიში“ — ანგარიში, რომელიც განკუთვნილია იურიდიული პირის/ორგანიზაციის მიერ თანამშრომლების ან სხვა უფლებამოსილი პირების სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთებისა და შესაბამისი ხარჯების ადმინისტრირებისთვის.
1.14. „საოჯახო ანგარიში“ — ანგარიში, რომლის საშუალებითაც მთავარ ანგარიშის მფლობელს შეუძლია ოჯახის წევრების დაკავშირება და, შესაბამისი ფუნქციის ფარგლებში, მათი სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთების დაფინანსება.
1.15. „წინასწარი შეკვეთა“ / „დაჯავშნა“ — მომავალი დროისთვის წინასწარ შექმნილი შეკვეთა, რომლის პირობებიც განისაზღვრება აპლიკაციითა და შესაბამისი შეკვეთის პირობებით.
2. წესების მიღება და დოკუმენტების ურთიერთკავშირი
2.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს და ვრცელდება აპლიკაციის მომხმარებლებზე.
2.2. აპლიკაციაში წესების ელექტრონულად მიღებით, რეგისტრაციით, შეკვეთის განთავსებით ან პლატფორმის სხვა ფუნქციის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო დოკუმენტს და ეთანხმება მის პირობებს.
2.3. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პლატფორმით სარგებლობის მარეგულირებელი დოკუმენტების ერთიანი სისტემის ნაწილს და უნდა განიხილებოდეს კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და სხვა ოფიციალურ წესებთან ერთად, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე (www.taxi.ge ).
2.4. პლატფორმის გამოყენების სფერო შეიძლება გაფართოვდეს და მოიცავდეს არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანასთან, არამედ საკურიერო, ნივთების/ტვირთის გადაზიდვასთან ან სხვა კანონიერ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებულ შეკვეთებს, რომელთა ხელმისაწვდომობა და კონკრეტული პირობები განისაზღვრება აპლიკაციის შესაბამისი ფუნქციებით.
2.5. პლატფორმის განვითარებასთან ერთად კომპანიას შეუძლია დაამატოს ახალი ფუნქციები, ანგარიშის ტიპები, გადახდის მეთოდები, აქციები ან სხვა პროგრამები. შესაბამისი პირობები მომხმარებელს მიეწოდება აპლიკაციით ან სხვა ოფიციალური არხით.
2.6. კონკრეტული ფუნქციის ან პროგრამის სპეციალური პირობები, თუ ისინი განსხვავდება წინამდებარე წესებისა და პირობებისგან, მოქმედებს შესაბამისი ფუნქციის/პროგრამის ფარგლებში.
3. TAXI.GE-ის პლატფორმის სტატუსი და მომსახურების ხასიათი
3.1. TAXI.GE წარმოადგენს საინფორმაციო-სადისპეჩერო ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომლის ფუნქციაა სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნის მქონე მომხმარებლებისა და დამოუკიდებელი შემსრულებლების ტექნოლოგიური და საინფორმაციო დაკავშირება.
3.2. კომპანია არ ახორციელებს სატრანსპორტო მომსახურებას საკუთარი სახელით, არ არის ტაქსოპარკი და არ წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების უშუალო მიმწოდებელს.
3.3. სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი შემსრულებელი დამოუკიდებლად, საკუთარი ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. შემსრულებელი პასუხისმგებელია იმ სატრანსპორტო მომსახურების სათანადოდ და კანონმდებლობის შესაბამისად გაწევაზე, რომლის შესრულებაზეც თანხმობა განაცხადა.
3.4. კონკრეტული შეკვეთის შემსრულებლის მიერ მიღებისას, შემკვეთსა და შემსრულებელს შორის წარმოიშობა მათი ურთიერთობის შესაბამისი შეთანხმება შეკვეთით გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შესახებ. TAXI.GE უზრუნველყოფს ამ ურთიერთობის ტექნოლოგიურ და საინფორმაციო ორგანიზებას და არ ხდება სატრანსპორტო მომსახურების უშუალო მიმწოდებელი.
3.5. შემსრულებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი საქმიანობის განხორციელებაზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების, მართვის უფლების, ტექნიკური მდგომარეობის, დაზღვევის, შესაბამისი ნებართვების, საგადასახადო და სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.
3.6. TAXI.GE არ იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი შემსრულებელი ან კონკრეტული ტიპის სატრანსპორტო მომსახურება.
4. ანგარიშის შექმნა, რეგისტრაცია და უსაფრთხოება
4.1. პლატფორმის შესაბამისი ფუნქციების გამოსაყენებლად მომხმარებელმა უნდა შექმნას ანგარიში და გაიაროს აპლიკაციით გათვალისწინებული ვერიფიკაცია, მათ შორის მობილური ტელეფონის ნომრის დადასტურება.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში დროულად განაახლოს იგი.
4.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოებაზე და არ უნდა გადასცეს ისინი მესამე პირს, გარდა სპეციალური ანგარიშის ფუნქციებით დაშვებული შემთხვევებისა.
4.4. პლატფორმის გამოყენება შეუძლია არანაკლებ 18 წლის ქმედუნარიან პირს. მძღოლს უფლება აქვს მოითხოვოს ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი და უარი თქვას არასრულწლოვანის გადაყვანაზე სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე.
4.5. აკრძალულია აპლიკაციის მოდიფიცირება, ტექნიკური უსაფრთხოების გვერდის ავლა, არასანქცირებული წვდომის მცდელობა, ბოტების/ავტომატიზებული სკრიპტების გამოყენება ან პლატფორმიდან მონაცემების არასანქცირებული მოპოვება/სკრეპინგი.
5. შეკვეთის განთავსება და დადასტურება
5.1. მომხმარებელი შეკვეთის განთავსებისას უთითებს აუცილებელ მონაცემებს, მათ შორის, სატრანსპორტო მომსახურების ტიპს, ჩასხდომისა და დანიშნულების ზუსტ მისამართებს, მგზავრთა რაოდენობას და სხვა მოთხოვნილ ინფორმაციას.
5.2. შეკვეთის განთავსება თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონკრეტული შემსრულებელი უკვე დათანხმდა მის შესრულებას. შეკვეთა დადასტურებულად ითვლება შემსრულებლის მიერ მისი მიღებისა და აპლიკაციაში შესაბამისი სტატუსის ასახვის შემდეგ.
5.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემების სისწორეზე.
5.4. არსებითად არასწორი მისამართი, დანიშნულება, მგზავრთა რაოდენობა ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის უზუსტობა შეიძლება გახდეს შეკვეთის გაუქმების ან სატრანსპორტო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.5. თუ სატრანსპორტო მომსახურების მისაღებად საჭიროა არასრულწლოვანი მგზავრისთვის საბავშვო სავარძელი და აპლიკაციაში შესაბამისი ფუნქცია ხელმისაწვდომია, მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის განთავსებისას მიუთითოს საბავშვო სავარძლის საჭიროება. პლატფორმა, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, ავტომატურად შეარჩევს და მომხმარებელს დაუკავშირებს იმ შემსრულებელს, რომლის პროფილშიც მითითებულია შესაბამისი საბავშვო სავარძლის არსებობა.
5.6. თუ აპლიკაციაში შესაბამისი ფუნქცია ან კატეგორია ხელმისაწვდომია, მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის განთავსებისას მიუთითოს, რომ სატრანსპორტო მომსახურება ითვალისწინებს ცხოველის გადაყვანას. პლატფორმა, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, ავტომატურად შეარჩევს და მომხმარებელს დაუკავშირებს იმ შემსრულებელს, რომლის პროფილშიც მითითებულია ცხოველთან მგზავრობის შეკვეთების შესრულებაზე თანხმობა. ცხოველის გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის/ფუნქციის ფარგლებში და აპლიკაციაში ან შეკვეთის პირობებში მითითებული მოთხოვნების დაცვით. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ცხოველის უსაფრთხო განთავსებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნები.
6. წინასწარი შეკვეთა და დაჯავშნა
6.1. შესაბამისი ფუნქციის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია სატრანსპორტო მომსახურება წინასწარ დაგეგმოს და შექმნას წინასწარი შეკვეთა მომავალი დროისთვის.
6.2. წინასწარი შეკვეთის შექმნა არ წარმოადგენს აბსოლუტურ გარანტიას, რომ კონკრეტულ დროს მომსახურება აუცილებლად შესრულდება, თუ აპლიკაციაში პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული.
6.3. წინასწარი შეკვეთის სტატუსი, შესაძლო საფასური, გაუქმების პირობები, ლოდინის დრო და სხვა დეტალები აისახება აპლიკაციაში ან მიეწოდება მომხმარებელს შეკვეთის შექმნის შემდეგ.
6.4. წინასწარი შეკვეთის გაუქმებაზე შეიძლება გავრცელდეს სპეციალური წესი ან საფასური, რომლის შესახებაც მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის დროს.
7. შეკვეთის საფასური და ტარიფები
7.1. შეკვეთის საფასური განისაზღვრება აპლიკაციაში მოქმედი ტარიფებისა და კონკრეტული შეკვეთის პირობების შესაბამისად.
7.2. აპლიკაცია შეკვეთის განთავსებამდე აჩვენებს შეკვეთის სავარაუდო ან წინასწარ განსაზღვრულ საფასურს.
7.3. თუ სატრანსპორტო მომსახურების შესრულების პროცესში შეიცვალა დანიშნულება, მარშრუტი ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, საბოლოო შეკვეთის საფასური შეიძლება განსხვავდებოდეს შეკვეთის დაწყებისას ნაჩვენები თანხისგან, თუ აპლიკაციაში სხვა რამ არ არის მითითებული.
7.4. დამატებითი თანხები, მათ შორის ლოდინის ან გაუქმების საფასური, მოქმედებს მხოლოდ შესაბამისი წესის არსებობის შემთხვევაში და მომხმარებელს მიეწოდება აპლიკაციით.
8. გადახდის მეთოდები, საბანკო ბარათის მიბმა და თანხის დაბრუნება
8.1. შეკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ელექტრონული მეთოდით, კონკრეტული შეკვეთისთვის მისი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
8.2. აპლიკაციაში შესაძლებელია საბანკო ბარათის მიბმა, მომხმარებელს შეუძლია შეინახოს შესაბამისი გადახდის მეთოდი და გამოიყენოს იგი შემდგომი შეკვეთებისთვის.
8.3. საბანკო ბარათის მიბმით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მოცემული შეკვეთის პირობების შესაბამისად შეკვეთის საფასური კომპანიის შესაბამისი წესებით გათვალისწინებული სხვა თანხები ჩამოიჭრას არჩეული გადახდის მეთოდით. Tip / მადლიერების თანხა ჩამოიჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თავად აირჩია მისი დატოვება.
8.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია მოქმედი და საკმარისი სახსრების მქონე გადახდის მეთოდის გამოყენებაზე. ბანკმა ან გადახდის პროვაიდერმა შეიძლება დააკისროს საკუთარი საკომისიო ან სხვა ხარჯი.
8.5. გადახდის მეთოდის გამოყენებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვერიფიკაცია.
8.6. ბარათისა და გადახდის მონაცემების დამუშავების კონკრეტული პირობები განისაზღვრება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და შესაბამისი გადახდის სერვისის პირობებით.
8.7. ელექტრონულ გადახდასთან დაკავშირებული საკითხების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს აპლიკაციით ან კომპანიის ოფიციალური არხებით გათვალისწინებული მხარდაჭერის პროცედურა.
8.8. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნების განხილვა, თუ თანხა ჩამოიჭრა შეცდომით ან განმეორებით, შეკვეთა გაუქმდა და შესაბამისი პირობებით თანხის დაბრუნება ეკუთვნის, ან არსებობს გადახდასთან დაკავშირებული სხვა დასაბუთებული საფუძველი.
8.9. თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება კონკრეტული შეკვეთის, გადახდის მონაცემებისა და აპლიკაციაში მოქმედი წესების გათვალისწინებით. გაუქმების ან ლოდინის საფასური არ ბრუნდება, თუ იგი დარიცხულია მოქმედი წესებისა და შეკვეთის პირობების შესაბამისად; შეცდომით დარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მისი გადამოწმება.
8.10. თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის მომხმარებელი მიმართავს TAXI.GE-ის მხარდაჭერას აპლიკაციით ან კომპანიის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით და, საჭიროების შემთხვევაში, უთითებს შეკვეთის ნომერს, გადახდის თარიღს, თანხასა და მოთხოვნის განხილვისთვის აუცილებელ სხვა ინფორმაციას.
8.11. აპლიკაციის საშუალებით გადახდილი თანხის დაბრუნება, როგორც წესი, ხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა, თუ ტექნიკური ან სამართლებრივი მიზეზით სხვა წესი არ არის საჭირო.
8.12. დაბრუნების მოთხოვნის განხილვის შემდეგ, თუ თანხის დაბრუნება დადასტურდა, თანხის ფაქტობრივად ასახვის ვადა დამოკიდებულია გადახდის პროვაიდერსა და მომხმარებლის ბანკზე. სავარაუდო ვადა: 1–14 სამუშაო დღე.
9. გაუქმება, ლოდინის დრო და მომსახურებაზე უარი
9.1. მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება აპლიკაციით გათვალისწინებული ფუნქციის გამოყენებით.
9.2. შემსრულებლის მიერ შეკვეთის მიღების შემდეგ, აპლიკაციით განსაზღვრული შესაბამისი პერიოდის გასვლის შემთხვევაში შეკვეთის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუქმების საფასურის დარიცხვა. გაუქმების საფასური არ წარმოადგენს შეკვეთის საფასურის ნაწილს.
9.3. თუ შემსრულებელი მივიდა შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და მომხმარებელი აპლიკაციით განსაზღვრულ ლოდინის პერიოდში არ გამოცხადდა, შემსრულებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება და შესაბამისი წესის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს ლოდინის ან გაუქმების საფასური.
9.4. შემსრულებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება ან მომსახურებაზე უარის თქმა ობიექტური მიზეზების არსებობისას, მათ შორის არასწორი ინფორმაციის, უსაფრთხოების რისკის, აგრესიული/კონფლიქტური ქცევის, ტექნიკური პრობლემის, ავარიის, გზის ჩაკეტვის, ფორსმაჟორის ან სხვა მსგავსი გარემოების შემთხვევაში.
9.4.1. თუ მომხმარებელს შეკვეთის განთავსებისას არ აქვს მითითებული ცხოველთან მგზავრობის ან საბავშვო სავარძლის საჭიროება, ხოლო ადგილზე ირკვევა, რომ ასეთი პირობის გარეშე შეკვეთის უსაფრთხოდ ან სათანადოდ შესრულება შეუძლებელია, შემსრულებელი უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე.
9.5. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს TAXI.GE-ის მხარდაჭერას კონკრეტული გაუქმების ან სატრანსპორტო მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევის განხილვისთვის.
10. მომხმარებლის ქცევა და უსაფრთხოების წესები
10.1. მომხმარებელი და, შესაბამის შემთხვევაში, მგზავრი ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა, საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნები და შემსრულებლის ავტომობილში მოქმედი უსაფრთხოების წესები.
10.2. აკრძალულია ისეთი ნივთების გადატანა, რომელთა ფლობა, გადატანა ან ტრანსპორტირება კანონით აკრძალულია ან საჭიროებს შესაბამის ნებართვას.
10.3. აკრძალულ ნივთებს მიეკუთვნება, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ფეთქებადი/აალებადი ნივთიერებები, ტოქსიკური ან კოროზიული ნივთიერებები, ნარკოტიკული ან სხვა კანონით აკრძალული ნივთიერებები და სხვა ნივთები, რომელთა ტრანსპორტირებაც კანონით დაუშვებელია.
10.4. შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას აკრძალული ნივთების გადატანაზე და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს.
10.5. დაუშვებელია აგრესიული, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან საფრთხის შემცველი ქცევა.
10.6. მომხმარებელმა არ უნდა დააზიანოს, დასვაროს ან სხვაგვარად გააფუჭოს შემსრულებლის სატრანსპორტო საშუალება, ინვენტარი ან სატრანსპორტო მომსახურების შესრულებისთვის გამოყენებული სხვა ქონება. ზიანის შემთხვევაში შემსრულებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია; TAXI.GE-ს შეუძლია, მოქმედი წესებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მოთხოვნის ადმინისტრირებას.
10.7. სატრანსპორტო მომსახურების შესრულებისას მომხმარებელმა უნდა დაიცვას შემსრულებლის გონივრული მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, კანონთან ან ავტომობილის სათანადო გამოყენებასთან.
10.8. ცხოველის გადაყვანის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას აპლიკაციითა და შესაბამისი შეკვეთის პირობებით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნები და უზრუნველყოს ცხოველის ისეთი განთავსება, რომელიც არ ქმნის საფრთხეს მგზავრების, შემსრულებლის ან სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისთვის.
11. კორპორატიული ანგარიშები
11.1. კორპორატიული ანგარიშის ფარგლებში ხელმისაწვდომი ფუნქციები, გამოყენების პირობები, გადახდის მეთოდები, შეღავათები, ლიმიტები და სხვა შესაბამისი პირობები განისაზღვრება კონკრეტული კორპორატიული ანგარიშის პარამეტრებით, შესაბამისი შეთანხმებით და/ან აპლიკაციაში მოქმედი წესებით.
12. საოჯახო ანგარიშები
12.1. შესაბამისი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შექმნას საოჯახო ანგარიში/ჯგუფი და დაუკავშიროს ოჯახის წევრები.
12.2. მთავარი ანგარიშის მფლობელი პასუხისმგებელია ოჯახის ჯგუფის წევრების მართვაზე და საერთო გადახდის საშუალების გამოყენებაზე, თუ ასეთი ფუნქცია არჩეულია.
12.3. საოჯახო ანგარიშის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული უფლებები აპლიკაციის ფუნქციონალის შესაბამისად.
13. რეფერალური, საბონუსო, პრომო და სხვა წამახალისებელი პროგრამები
13.1. კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად შემოიღოს რეფერალური პროგრამები, პრომოკოდები, ფასდაკლებები, ბონუსები, ლოიალობის პროგრამები, სპეციალური ტარიფები და სხვა წამახალისებელი შეთავაზებები.
13.2. თითოეულ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს სპეციალური პირობები, მათ შორის მოქმედების ვადა, გამოყენების რაოდენობა და კონკრეტულ მომხმარებელზე ან შეკვეთაზე გავრცელების შეზღუდვები.
13.3. ბონუსი ან პრომოკოდი, თუ სპეციალური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გამოიყენება შესაბამისი შეკვეთის საფასურის დასაფარად და არ იცვლება ნაღდ ფულად.
13.4. ერთ შეკვეთაზე ერთზე მეტი პრომოკოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული პროგრამის პირობები ამას ითვალისწინებს.
13.5. კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ან დაბლოკოს ბონუსი, პრომოკოდი ან რეფერალური სარგებელი, თუ იგი მიღებულია ტექნიკური შეცდომის, თაღლითობის, ბოროტად გამოყენების ან პროგრამის პირობების დარღვევის შედეგად.
13.6. რეფერალური ან ბონუსური პროგრამით მიღებული სარგებელი არ ქმნის გარანტირებულ მუდმივ უფლებას მომავალში იგივე პირობებით სარგებლობაზე.
14. ჩაის ფული (Tip)
14.1. თუ შესაბამისი ფუნქცია ხელმისაწვდომია და სატრანსპორტო მომსახურების ტიპი ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დაუტოვოს შემსრულებელს დამატებითი თანხა სატრანსპორტო მომსახურების მიმართ მადლიერების ნიშნად.
14.2. Tip არ წარმოადგენს სავალდებულო სატრანსპორტო მომსახურების საფასურს, გარდა მომხმარებლის მიერ მისი დამატების შემთხვევისა.
14.3. Tip / მადლიერების თანხის ოდენობა და გადახდის ტექნიკური წესი განისაზღვრება აპლიკაციით.
15. პლატფორმის გამოყენების უფლება და ტექნიკური შეზღუდვები
15.1. მომხმარებელს ენიჭება შეზღუდული, არაექსკლუზიური და არაგადაცემადი უფლება გამოიყენოს TAXI.GE აპლიკაცია მხოლოდ მისი დანიშნულების შესაბამისად და წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვით.
15.2. მომხმარებელს ეკრძალება აპლიკაციის ან მისი ნაწილის კოპირება, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, მოდიფიცირება, დეკომპილირება, დიზასემბლირება, დეშიფრაცია, არასანქცირებული წვდომა ან ფუნქციონირების ხელყოფა.
15.3. მომხმარებელს ეკრძალება პლატფორმის მონაცემების ავტომატური მოპოვება, ინდექსირება ან მასობრივი შეგროვება კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე.
16. პლატფორმის ხელმისაწვდომობა და ტექნიკური შეფერხებები
16.1. კომპანია იღებს გონივრულ ზომებს პლატფორმისა და აპლიკაციის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, თუმცა ვერ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკაცია ყოველთვის იქნება უწყვეტი ან სრულად შეცდომებისგან თავისუფალი.
16.2. ფუნქციები შეიძლება დროებით შეიზღუდოს ტექნიკური მომსახურების, განახლების, უსაფრთხოების ღონისძიებების, კომუნიკაციის ქსელის პრობლემების ან კომპანიის კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა მიზეზების გამო.
16.3. სატრანსპორტო მომსახურების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია დამოუკიდებელი შემსრულებლების აქტივობაზე, ადგილმდებარეობაზე, მოთხოვნის მოცულობაზე, გზების მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე.
16.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მოწყობილობის, ოპერაციული სისტემის, ინტერნეტკავშირის, მობილური ოპერატორის ან მესამე პირის გადახდის სერვისის შეფერხებით გამოწვეულ პრობლემებზე.
17. პასუხისმგებლობის ფარგლები
17.1. TAXI.GE-ის პასუხისმგებლობა მოიცავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს პლატფორმის ტექნოლოგიური და საინფორმაციო-სადისპეჩერო ფუნქციის უზრუნველყოფიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან.
17.2. კომპანია არ არის სატრანსპორტო მომსახურების უშუალო მიმწოდებელი; შემსრულებლის მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარისხზე, მის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ურთიერთობის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის წესებით.
17.3. წინამდებარე დებულებები არ ზღუდავს იმ პასუხისმგებლობას, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა დაუშვებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
17.4. მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის კონკრეტულ შეკვეთასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული დავა შეიძლება გადაწყდეს უშუალოდ მხარეებს შორის ან კანონით დადგენილი წესით. TAXI.GE-ს შეუძლია, პლატფორმის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საკითხის ადმინისტრაციულ განხილვას.
18. ანგარიშის შეჩერება, შეზღუდვა ან დახურვა
18.1. კომპანია უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში ან კონკრეტული ფუნქცია, თუ არსებობს წინამდებარე წესებისა და პირობების, კანონმდებლობის, უსაფრთხოების მოთხოვნების ან პროგრამის სპეციალური პირობების დარღვევის საფუძველი.
18.2. ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს თაღლითობის, ბოროტად გამოყენების, განმეორებითი უსაფუძვლო გაუქმებების, სხვისი ანგარიშის გამოყენების, არასანქცირებული ტექნიკური ჩარევის, აგრესიული ან საფრთხის შემცველი ქცევის შემთხვევაში.
18.3. შეზღუდვის/შეჩერების შესახებ ინფორმაცია, თუ ეს შესაძლებელია და კანონით ან უსაფრთხოების ინტერესებით სხვა რამ არ არის საჭირო, მიეწოდება მომხმარებელს აპლიკაციით ან ოფიციალური არხით.
18.4. მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება და, შესაბამისი ტექნიკური ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოს ანგარიშის დახურვა/წაშლა. მონაცემთა შენახვის პირობები განისაზღვრება კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და მოქმედი კანონმდებლობით.
19. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
19.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება TAXI.GE-ის შესაბამისი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19.2. შეკვეთის შესრულების მიზნით შემსრულებელს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული შეკვეთის ორგანიზებისა და შესრულებისთვის, მათ შორის შესაბამისი საკონტაქტო ან ლოკაციური ინფორმაცია.
19.3. შეკვეთის დასრულების ან გაუქმების შემდეგ მონაცემების გამოყენება დასაშვებია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის ან აუცილებელი მიზნის ფარგლებში.
19.4. მონაცემთა დამუშავების მიზნები, საფუძვლები, შენახვის ვადები, მომხმარებლის უფლებები და სხვა დეტალები განისაზღვრება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
20. საჩივრები და მომხმარებელთა მხარდაჭერა
20.1. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს TAXI.GE-ს შეკვეთასთან, გადახდასთან, ანგარიშთან, პლატფორმის ფუნქციონირებასთან ან სხვა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით.
20.2. მიმართვა შესაძლებელია აპლიკაციაში ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ფუნქციით ან კომპანიის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით.
20.3. საკითხის განხილვისას მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს შეკვეთის ნომერი, თარიღი, გადახდის ინფორმაცია ან სხვა აუცილებელი მონაცემი.
20.4. კომპანია შეეცდება საკითხის გონივრულ ვადაში განხილვას და მომხმარებლისთვის შესაბამისი პასუხის მიწოდებას.
21. ფორსმაჟორი
21.1. მხარეები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული დაუძლეველი ძალის გარემოებებით.
21.2. ფორსმაჟორის არსებობისას მხარეები, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთმანეთს აცნობებენ აღნიშნული გარემოების გავლენის შესახებ.
22. წესებისა და პირობების ცვლილება
22.1. კომპანია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე დოკუმენტი, მათ შორის ახალი ფუნქციების დამატების, სამართლებრივი მოთხოვნების ცვლილების ან მომსახურების ორგანიზების ცვლილების გამო.
22.2. ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება აპლიკაციით, ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან სხვა ოფიციალური საშუალებით.
22.3. ახალი ვერსია ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
22.4. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პლატფორმის გამოყენების გაგრძლება ჩაითვლება განახლებული პირობების მიღებად იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი თანხმობა დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით.
23. ინტელექტუალური საკუთრება
23.1. TAXI.GE-ის სახელწოდება, სასაქონლო ნიშნები, აპლიკაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, ტექსტები, გრაფიკული ელემენტები, ტექნიკური გადაწყვეტილებები და სხვა მასალები დაცულია შესაბამისი კანონმდებლობით.
23.2. აპლიკაციის გამოყენება არ ნიშნავს ინტელექტუალურ საკუთრებაზე საკუთრების ან სხვა უფლების გადაცემას.
23.3. მომხმარებელს ეკრძალება TAXI.GE-ის ბრენდის, აპლიკაციის ან მისი ნაწილის გამოყენება წინამდებარე წესებითა და პირობებით გაუთვალისწინებელი კომერციული ან სხვა მიზნებისთვის კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე.
24. დავების გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
24.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
24.2. მხარეები შეეცდებიან უთანხმოება პირველ რიგში მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით მოაგვარონ.
24.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური სასამართლოს მიერ.
24.4. რომელიმე დებულების ბათილად ან აღუსრულებლად ცნობა არ იწვევს სხვა დებულებების ბათილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
25. კომპანიის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
25.1. საფირმო სახელწოდება: შპს „ტრანსკომი“
25.2. საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
25.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
25.4. სავაჭრო ნიშანი: TAXI.GE
25.5. ვებგვერდი: www.taxi.ge
25.6. ელექტრონული ფოსტა: Info@Taxi.ge